“მთავარის” ინფორმაციით, ზუგდიდში ბენზინმზიდის აფეთქების შემდეგ კიდევ 3 მანქანა აფეთქდა – დაშავდა 2 პირი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი, რომლის კარებთანაც ბენზინმზიდი იდგა, ასევე მაღაზია და დამხმარე ფართი
აფეთქება ზუგდიდის შესასვლელთან ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან და ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.
The post ზუგდიდში ბენზინმზიდი და 3 მანქანა აფეთქდა- არიან დაშავებულები appeared first on გურია ნიუსი.