სიახლე

რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

GuriaNews

ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა მთავრობის წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47.2%-მა კი მოლაპარაკებების განახლებას მხარი დაუჭირა. რეფერენდუმში, რომელიც გუშინ ჩატარდა, აქტივობამ 82.5%-ი შეადგინა. ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი […] The post რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა მთავრობის წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47.2%-მა კი მოლაპარაკებების განახლებას მხარი დაუჭირა.

რეფერენდუმში, რომელიც გუშინ ჩატარდა, აქტივობამ 82.5%-ი შეადგინა.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება. ამასთან, მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს შეიტანა. მოლაპარაკებების პროცესი ისლანდიის მაშინდელმა მთავრობამ 2013 წელს შეაჩერა.

The post რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი