,,ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პოზიციებს მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა ინარჩუნებენ” – კოსი
,,ისლანდიაში რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი გრძელდება”, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით ისლანდიის უარი „დასანანია“. „ვფიქრობ, ისლანდიისთვის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა საუკეთესო გარანტია იქნებოდა, რომ მომავალში ევროკავშირთან ურთიერთობით მეტი სარგებელი მიეღო, რადგან სრულუფლებიანი წევრობა გაცილებით მეტს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ ერთიან ბაზარზე და შენგენის ზონაზე წვდომაა“, – აღნიშნა ევროკომისარმა. როგორც მან განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პოზიციებს მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა ინარჩუნებენ. „ევროპა ისეთი მიმზიდველია, როგორც არასდროს“, – განაცხადა მარტა კოსმა. The post ,,ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოწინავე პოზიციებს მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა ინარჩუნებენ” – კოსი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →