სიახლე

„კრამატორსკში ცას ვუყურებთ“ — ვიდეო უკრაინის ქალაქიდან, რომელიც რუსეთის ავიაბომბების ქვეშ ცხოვრობს

ჯემნიუსი

დრონებს შეუძლიათ გზაზე ავტომობილს მიჰყვნენ, ადამიანებს დაედევნონ, ოპერატორს კი დარტყმისთვის შესაფერისი მომენტის არჩევა შეუძლია

პირველწყარო →

კრამატორსკი, ომი უკრაინაში

ეს რეპორტაჟი უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კრამატორსკიდანაა. ამჟამად ის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია ფრონტისპირა ზონაში, რომელსაც რუსეთის არმია თითქმის ყოველდღიურად ესხმის თავს.

ბოლო თავდასხმები: 29 აგვისტოს რუსეთის ორმა დრონმა ტრავმატოლოგიური კლინიკის შენობას დაარტყა, 30 აგვისტოს კი საავადმყოფო კვლავ დაიბომბა.

ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი წავიდა ან ევაკუაციის შედეგად გაიყვანეს. თუმცა, ბევრი ადამიანი კვლავ რჩება კრამატორსკში, მიუხედავად მუდმივი საფრთხისა.

ქუჩებში ნადირობა

კრამატორსკში მუდმივად უნდა იყურებოდე ფეხქვეშ, ირგვლივ და ცისკენ. ქუჩებში ყველგან მოჩანს გრძელი, გამჭვირვალე ძაფები — რუსული FPV-დრონების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები. ზოგან იმდენია, რომ ფეხებში იხლართება.

ირგვლივ ყრია მინისა და ლითონის ნამსხვრევები, დამწვარი მანქანები. ზოგჯერ ასფალტზე სისხლის კვალსაც შეამჩნევ.

რუსული დრონის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის
რუსული КАБ-ის — მართვადი საავიაციო ბომბის — ჩამოვარდნის ადგილზე სისხლის კვალი. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო.
რუსული КАБ-ის მართვადი საავიაციო ბომბის ჩამოვარდნის ადგილზე სისხლის კვალი. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის.


განადგურებული სახლის ფასადი, რომელსაც КАБ — მართვადი საავიაციო ბომბი — მოხვდა. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის.
განადგურებული სახლის ფასადი, რომელსაც КАБ მართვადი საავიაციო ბომბი მოხვდა. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის.
გზებზე ანტიდრონული ბადეებია გადაჭიმული. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო.
გზებზე ანტიდრონული ბადეებია გადაჭიმული. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის.

რუსული FPV-დრონები ყოველდღიურად ესხმიან თავს ადამიანებსა და ავტომობილებს. მათ შეუძლიათ გზაზე ავტომობილს მიჰყვნენ, ხოლო ოპერატორს დარტყმისთვის მომენტის არჩევა შეუძლია.

რუსული დრონის მიერ დამწვარი ავტომობილი. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. .
რუსული დრონის მიერ დამწვარი ავტომობილი. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის.

არსებობს ე.წ. „მოლოდინის დრონებიც“: რუსული უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერში გაჩერდნენ და სამიზნის გამოჩენას დაელოდონ. ამიტომ ქუჩაში გადაადგილება სახიფათოა არა მხოლოდ მანქანით, არამედ ფეხითაც. საჭიროა ცისთვის თვალის დევნება, ხმებზე ყურადღების გამახვილება და მუდმივად უკან მოხედვა.

საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ოპერატორის ხედვის არეალში მოხვდება.

კაცი ძაღლს ასეირნებს რუსეთის მიერ ჩამოგდებული ავიაბომბით დანგრეული სკოლის ფონზე. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის

თითქმის აღარ დარჩა უვნებლად გადარჩენილი სახლი

ქალაქში თითქმის აღარ დარჩა სახლი, რომელიც რუსეთის დაბომბვის შედეგად არ დაზიანებულა. შენობების ფასადებზე ჭურვების მოხვედრის კვალს ხედავთ, ბევრ შენობაში კი ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია სახურავებია.

ზოგიერთი სახლი მთლიანად განადგურდა.

რუსული ბომბის ნამსხვრევის კვალი. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო.
რუსული ბომბის ნამსხვრევის კვალი. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის

13 აგვისტოს რუსეთის მიერ ჩამოგდებული FAB-250 ტიპის ავიაბომბით დანგრეული საცხოვრებელი სახლი. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის

რუსეთის თავდასხმების გამო იხურება მაღაზიები და კაფეები, საწარმოები სხვა ადგილას გადადიან, ბავშვიანი ოჯახები კი ევაკუირდებიან. ქალაქთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია.

აქ დარჩენა სულ უფრო რთული ხდება. და მაინც, ბევრი ადამიანი წასვლას არ აპირებს. ხშირად იმიტომ, რომ უბრალოდ არსად აქვთ წასასვლელი. მათ არ ჰყავთ ნათესავები ან საცხოვრებელი უფრო უსაფრთხო რეგიონებში, ხოლო ახალი ცხოვრების დასაწყებად საკმარისი ფინანსური დანაზოგი არ აქვთ.

ხანდაზმული ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფრის ნულიდან დაწყებისთვის მზად არ არიან. მათთვის კრამატორსკი სახლია, მოგონებებია და ახლობლების საფლავებია.

რუსეთის მიერ ჩამოგდებული ავიაბომბით დანგრეული სახლი. ფასადზე წარწერაა: „რუს ნაბიჭვრებს კრემახუს (ქალაქის სლენგური სახელწოდება) არ ვაპატიებ“. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო.
რუსეთის მიერ ჩამოგდებული ავიაბომბით დანგრეული სახლი. ფასადზე წარწერაა: „რუს ნაბიჭვრებს კრემახუს (ქალაქის სლენგური სახელწოდება) არ ვაპატიებ“. კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის

რატომ სჭირდება რუსეთს კრამატორსკი

კრამატორსკის, მეზობელ სლავიანსკთან ერთად, მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილის თავდაცვისთვის. ამ ორი ქალაქის დაკავება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დონეცკის ოლქის დარჩენილ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების გზაზე.

რუსი სამხედროები სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციას ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ განიხილავენ. მისი დაკავება მათ საშუალებას მისცემს, შეტევა დასავლეთის მიმართულებით განავითარონ.

ადგილობრივებისთვის ეს ნიშნავს უკვე ნაცნობ სცენარს, რომელიც ბახმუტსა და ავდიივკაში განვითარდა: ქალაქი თავდაპირველად ბრძოლის ველად იქცევა, შემდეგ კი შესაძლოა თითქმის მთლიანად განადგურდეს.

კრამატორსკი, 2026 წლის აგვისტო. იულია კალაბანი, JAMnews-ისთვის

მსგავსი