სიახლე

,,რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია” – ერდოღანი

მედიაცენტრი

,,თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი კავშირების განვითარების მნიშვნელობას. „რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი რუსი მეგობრები ანტალიის ტურისტული ნაკადის ძირითად ნაწილს შეადგენენ“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. The post ,,რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია” – ერდოღანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი