საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენი მედიასთან კომენტარს გააკეთებს. ექს-პრემიერმა ლევან იოსელიანთან შეხვედრა 31 აგვისტოს მოითხოვა.
ღარიბაშვილის უფლებადამცველების თქმით, “ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსანს მცირეწლოვან შვილებთან ხანგრძლივი პაემანი 26 აგვისტოს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა გაუუქმეს.
The post სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება appeared first on ODISHINEWS.