ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს აწესებს
ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიის წინადადება დაამტკიცა, რომელიც რუსეთის მხრიდან დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების ფონზე სომხეთის ეკონომიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორწლიანი ვადით ლიბერალიზაცია შეეხება სომხეთიდან ევროკავშირში საქონლის ექსპორტის 80%-ს. გარდა ამისა, შეღავათები გავრცელდება იმ პროდუქციაზეც, რომელიც მანამდე რუსულ ბაზარზე გადიოდა, მათ შორის, ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების 99%-სა და სასმელების 91%-ზე მეტზე. საბჭოს განმარტებით, დროებითი ზომების ამოქმედების წინაპირობაა საქონლის წარმოშობის ევროპული წესების დაცვა, ევროკავშირთან ადმინისტრაციული თანამშრომლობა და ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) პირობების შესრულება, რაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას მოიცავს. სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ… The post ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს აწესებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →