გერმანიის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოსკოვში გერმანიის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბერნდ ფინკე დაიბარეს. „2 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში გერმანიის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ბ. ფინკე, გერმანიის ხელისუფლების გუშინდელი ანტირუსული ქმედებებისა და განცხადებების ფონზე უწყებაში დაიბარა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ბერნდ ფინკე საგარეო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც გერმანიამ ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრა. საპასუხოდ, ევროპულმა სახელმწიფოებმა- მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა, რუსი დიპლომატები საგარეო უწყებებში დაიბარეს. The post გერმანიის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →