სიახლე

უკრაინა გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტებს მიიღებს

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე თვეში უკრაინა გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. ზელენსკის თქმით, მხარეებმა ლაიფციგის აეროპორტში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმაც განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ესკალაციაა და უკრაინა მზადაა გერმანიას ექსპერტიზითა და გამოცდილებით დაეხმაროს. „ფრიდრიხს გერმანიის მხრიდან ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენი გუნდები დრონების შეთანხმების ტექსტზე მუშაობას ასრულებენ. განვიხილეთ შეთანხმების შინაარსი და ის, თუ როდის შევძლებთ მის გაფორმებას“, – აცხადებს ზელენსკი. The post უკრაინა გერმანიისგან საჰაერო თავდაცვის ახალ პაკეტებს მიიღებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი