სიახლე

მობილური თითქმის ყველას აქვს, კომპიუტერი — მხოლოდ 37%-ს: ტექნოლოგიების გამოყენება გურიაში

GuriaNews

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უახლესი კვლევის თანახმად, ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მობილურ ტელეფონს ფლობს, თუმცა რეგიონებს შორის კომპიუტერით უზრუნველყოფის კუთხით მკვეთრი უთანაბრობა ფიქსირდება — გურიის რეგიონი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების საშუალოდ 57.9%-ს აქვს კომპიუტერი. თბილისის (74.1%) შემდეგ კომპიუტერით უზრუნველყოფით მეორე ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა (62.1%). ამის საპირისპიროდ, […] The post მობილური თითქმის ყველას აქვს, კომპიუტერი — მხოლოდ 37%-ს: ტექნოლოგიების გამოყენება გურიაში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უახლესი კვლევის თანახმად, ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მობილურ ტელეფონს ფლობს, თუმცა რეგიონებს შორის კომპიუტერით უზრუნველყოფის კუთხით მკვეთრი უთანაბრობა ფიქსირდება — გურიის რეგიონი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების საშუალოდ 57.9%-ს აქვს კომპიუტერი. თბილისის (74.1%) შემდეგ კომპიუტერით უზრუნველყოფით მეორე ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა (62.1%).

ამის საპირისპიროდ, გურიაში ვითარება საგრძნობლად ჩამორჩება როგორც მეზობელი აჭარის, ისე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს:

გურიის რეგიონში კომპიუტერით უზრუნველყოფილია ოჯახების მხოლოდ 37.4%;

გურიაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება (30.1%);

მეზობელ იმერეთში კომპიუტერი ოჯახების 51.0%-ს აქვს, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში — 46.8%-ს.

საქსტატის მონაცემებით, კომპიუტერით უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია დასახლების ტიპთან — საქალაქო დასახლებებში ეს მაჩვენებელი 69.0%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში თითქმის 26%-ით ნაკლებია და 42.8%-ს შეადგენს, რაც უარყოფითად აისახება გურიის სოფლებზეც.

მიუხედავად კომპიუტერების ნაკლებობისა, ქვეყნის მასშტაბით მაღალია მობილური ტელეფონების ფლობის მაჩვენებელი:

მობილურის ფლობა: 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93.3% ფლობს მობილურ ტელეფონს (ქალაქად — 95.2%, სოფლად — 90.1%).

ასაკობრივი ჯგუფები: 15-იდან 59 წლამდე მოსახლეობაში მობილურის ფლობა 99.1%-ს აღწევს, 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში — 90.8%-ს, ხოლო 6–14 წლის ბავშვებში — 71.2%-ს.

რაც შეეხება უშუალოდ კომპიუტერით სარგებლობას, ბოლო 3 თვის განმავლობაში მოსახლეობის 49.9%-მა ისარგებლა კომპიუტერით. ყველაზე აქტიური მომხმარებლები 6–14 წლის ბავშვები (89.3%) და 15–29 წლის ახალგაზრდები (79.7%) არიან.

The post მობილური თითქმის ყველას აქვს, კომპიუტერი — მხოლოდ 37%-ს: ტექნოლოგიების გამოყენება გურიაში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი