,,ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსეთში რეისების განხორციელებაზე უარის თქმა” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატების მხრიდან არსებული საფრთხის შესახებ უკრაინის გაფრთხილების შემდეგ, პირველმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა რუსულ აეროპორტებში ფრენების განხორციელებაზე უარი თქვეს. ზელენსკის თქმით, ეს არის სრულიად ადეკვატური რეაქცია იმ რეალურ ვითარებაზე, რაც რუსეთის საჰაერო სივრცეში შექმნილია. „ვიღებთ ინფორმაციას, რომ პირველმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსულ აეროპორტებში რეისების განხორციელებაზე უარის თქმა დრონების მხრიდან საფრთხის შესახებ ჩვენი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც ობიექტურად არსებობს რუსეთის ცაში. ეს სწორი, სრულიად ლოგიკური რეაქციაა არსებულ ფაქტებზე – ყველაფერზე იმაზე, რაც ომის გამო ხდება, რომლის დასრულებაც პუტინს არ უნდა. სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. The post ,,ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსეთში რეისების განხორციელებაზე უარის თქმა” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →