ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, შესყიდვებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადადგა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა ეროვნული აუდიტის ოფისის კრიტიკისა და უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შესყიდვებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე გადადგომის შესახებ განაცხადა. პევკური, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2022 წლიდან იკავებდა, აცხადებს, რომ იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე. სკანდალი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის მცდელობას უკავშირდება. „მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ და პრემიერ-მინისტრს მოუწევს ახალი თავდაცვის მინისტრის პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი არ ითვლის წინდებსა და საბრძოლო მასალას და არ აწარმოებს კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს, ეროვნული აუდიტის ოფისის კრიტიკა, ძირითადად თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის ინვესტიციების ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ბადებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სწორია… The post ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, შესყიდვებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, თანამდებობიდან გადადგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →