სიახლე

,,თუ რუსეთი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით” – ფაშინიანი

მედიაცენტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის და მოსკოვის მხრიდან მისი გაყვანის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერევანი წინააღმდეგი არ იქნება. „ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არასდროს დაგვიყენებია სომხეთში განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის საკითხი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მის ყოფნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. რუსეთი თუ გადაწყვეტს თავისი სამხედრო ბაზის სომხეთის რესპუბლიკიდან გაყვანას, წინააღმდეგი არ ვიქნებით. თუმცა, დარჩენის სურვილი თუ გამოითქმება, მზად ვართ, ეს საკითხიც განვიხილოთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა გამართულ ბრიფინგზე. The post ,,თუ რუსეთი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით” – ფაშინიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი