„რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ – ღარიბაშვილის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავის ბოლო წერილში მხოლოდ ფაქტები დააკავშირა და კითხვები მედიაში გავრცელებული ეჭვების შესაბამისად დასვა. ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ღარიბაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობდა მის ბოლო წერილთან დაკავშირებით. როგორც თამაზაშვილმა განმარტა, როდესაც ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიგო და კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა ეს ყველაფერი და კითხვებიც საჯაროდ დასვა. „ირაკლი ღარიბაშვილმა თავისივე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ფაქტები, რაც მისთვის აქამდე იყო ცნობილი და დღესაც, გამოკითხვის დროს იგივე ფაქტები… The post „რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ – ღარიბაშვილის ადვოკატი გამოკითხვის დეტალებზე საუბრობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →