,,დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს კიევსა და მოსკოვში გამართავენ” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ კიევსა და მოსკოვში. ,,ამ წამს თათბირი გავმართე გუნდთან, რომელიც მოლაპარაკებებითაა დაკავებული ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან. ფაქტობრივად 24/7-ზე მათთან კავშირში ვართ და ახლა შეხვედრებისთვის ვემზადებით. არის წინასწარი ვადები. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ვნახავთ აქ, კიევში. მათგან დასტური არის: მათი შეხვედრა გაიმართება მოსკოვში და კიევში. შეხვედრის იმედი გვაქვს უახლოეს დღეებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ აშშ მომავალშიც აქტიური დარჩეს. მზად ვართ მათთან შეხვედრებისთვის კიევში – მაღალ დონეზე, არსებითად,” – განაცხადა ზელენსკიმ. The post ,,დონალდ ტრამპის წარმომადგენლები შეხვედრებს კიევსა და მოსკოვში გამართავენ” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →