გერმანიაში უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საბრძოლო დრონის წარმოება დაიწყო
გერმანულ-ამერიკულმა თავდაცვის კომპანია Auterion-მა მიუნხენის მახლობლად, საიდუმლო ობიექტზე, უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის მასობრივი წარმოება დაიწყო. გერმანიის მთავრობის დაკვეთით პირველი უპილოტო აპარატები უკვე აიწყო. შეკვეთის ფარგლებში ორი სხვადასხვა მოდელის დრონი იწარმოება, რომელთაგან შორ მანძილზე მოქმედი ვარიანტის ფრენის რადიუსი 1 500 კილომეტრამდეა. აპარატების სამიზნე სისტემაში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი, რაც მათ საშუალებას აძლევს, ზუსტი დარტყმები მტრის ელექტრონული ბრძოლის (EW) საშუალებების ზემოქმედების პირობებშიც განახორციელონ. წარმოების გაფართოება აღმოსავლეთ გერმანიის კიდევ ერთ ლოკაციაზეც იგეგმება, ხოლო მომავალში მხარეები დამატებით შეკვეთებსა და გრძელვადიან კონტრაქტს პროგნოზირებენ. The post გერმანიაში უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საბრძოლო დრონის წარმოება დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →