,,ალექსანდრ ვუჩიჩი საპარლამენტო არჩევნებში სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება” – მედია
ადგილობრივი მედიის ცნობით, ალექსანდრ ვუჩიჩი საპარლამენტო არჩევნებში სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება. სერბეთის მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ ყრილობაზე გადაწყვიტა, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ალექსანდრ ვუჩიჩი – ერთიანი სერბეთი“ საარჩევნო სიით მიიღებს. პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სერბეთის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი იქნება. ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი წარდგენა დიდი პატივია. სერბეთში საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს არის დაგეგმილი. The post ,,ალექსანდრ ვუჩიჩი საპარლამენტო არჩევნებში სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება” – მედია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →