დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტექნიკური ხარვეზის გამო ასობით ფრენა გაუქმდა
დიდი ბრიტანეთის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის გამო ქვეყნისა და ევროპის მასშტაბით მასშტაბური შეფერხებები შეიქმნა. მხოლოდ ჰითროუში ასამდე რეისი გაუქმდა, ასობით ფრენა კი საათობით გადავადდა. შექმნილმა ვითარებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ავიაკომპანიებს. Ryanair-ის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის გამო 50-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ხოლო 65 000-ზე მეტი მგზავრი შეფერხდა. ავიაკომპანიამ მკაცრად გააკრიტიკა საჰაერო ნავიგაციის პროვაიდერი კომპანია NATS-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორის გადადგომაც მოითხოვა. სპეციალისტების შეფასებით, სისტემურმა პრობლემამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და შეფერხებები შოტლანდიისა და კონტინენტური ევროპის საჰაერო მიმოსვლაზეც გავრცელდა. The post დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტექნიკური ხარვეზის გამო ასობით ფრენა გაუქმდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →