სიახლე

“ამ უფხო ოპოზიციის ხელში, ხალხი ისევ ჟანრის კლასიკას მიეძალა…” – გოჩა მირცხულავა

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ამ უფხო ოპოზიციის ხელში, ხალხი ისევ ჟანრის კლასიკას მიეძალა…” – გოჩა მირცხულავა წინა ხელისუფლებების ცვლილების ფაქტების გახსენებით კონკრეტულ ვარაუდ-მინიშნებას გამოთქვამს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: “გამსახურდია მისმა „ხალხმა“ დაამხო. შევარდნაძეც — მისმა ყოფილმა „ერთგულმა“ თანაგუნდელებმა. სააკაშვილის ხელისუფლებაც დიდწილად იმ ადამიანებმა დაასრულეს, რომლებიც მანამდე მისივე სისტემის ნაწილი იყვნენ. ამ ყველაფრის უკან ვინ იდგა, როგორ იდგა და ვის რა ინტერესი ჰქონდა — ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ აქვს. საბოლოოდ, ყველა ამ ცვლილებას […] “ამ უფხო ოპოზიციის ხელში, ხალხი ისევ ჟანრის კლასიკას მიეძალა…” – გოჩა მირცხულავა პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ამ უფხო ოპოზიციის ხელში, ხალხი ისევ ჟანრის კლასიკას მიეძალა…” – გოჩა მირცხულავა

წინა ხელისუფლებების ცვლილების ფაქტების გახსენებით კონკრეტულ ვარაუდ-მინიშნებას გამოთქვამს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:

“გამსახურდია მისმა „ხალხმა“ დაამხო. შევარდნაძეც — მისმა ყოფილმა „ერთგულმა“ თანაგუნდელებმა. სააკაშვილის ხელისუფლებაც დიდწილად იმ ადამიანებმა დაასრულეს, რომლებიც მანამდე მისივე სისტემის ნაწილი იყვნენ.

ამ ყველაფრის უკან ვინ იდგა, როგორ იდგა და ვის რა ინტერესი ჰქონდა — ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ აქვს. საბოლოოდ, ყველა ამ ცვლილებას ხალხმა მისცა ძალა: გააფორმა, მიიღო და „ლეგიტიმურ არჩევანად“ აქცია.

და ახლა, ამ უფხო ოპოზიციის ხელში, ხალხი ისევ ჟანრის კლასიკას მიეძალა: იქნებ ღარიბაშვილი?..” – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ამ უფხო ოპოზიციის ხელში, ხალხი ისევ ჟანრის კლასიკას მიეძალა…” – გოჩა მირცხულავა
პარალელი


მსგავსი