სიახლე

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

მედიაცენტრი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების განკარგულება გამოსცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კენჭისყრა 25 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სერბეთის მთავრობის ოფიციალური მიმართვა, რომელიც ვუჩიჩს 7 სექტემბერს წარედგინა. მმართველმა პარტიამ უკვე დაადასტურა, რომ მომავალ არჩევნებზე საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ალექსანდრ ვუჩიჩი იქნება. საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ, სერბეთში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. The post სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი