,,ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე კორპუსი დაზიანებული არ არის” – ბათუმის მერია (ვიდეო)
ბათუმის მერია ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. უწყებაში განმარტეს, რომ ვიდეოში გამოჩენილი ხაზები არა ბზარები, არამედ სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული ბჟენისა და ტემპერატურული ნაკერის ადგილია. მერიის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე ორი დამოუკიდებელი კორპუსია გაერთიანებული, ხოლო ტემპერატურული ნაკერი კონსტრუქციული ელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს შენობების უსაფრთხოებას გრუნტის ჯდომისა და ტემპერატურული ცვლილებების დროს. „ტემპერატურული ნაკერი წარმოადგენს შენობის კონსტრუქციულ ელემენტს, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად… თუ შენობის სხვადასხვა ნაწილს აქვს განსხვავებული სართულიანობა ან გრუნტის განსხვავებული მზიდუნარიანობა, ნაკერი საშუალებას აძლევს ბლოკებს/შენობებს ჯდომა განახორციელონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად“, –… The post ,,ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე კორპუსი დაზიანებული არ არის” – ბათუმის მერია (ვიდეო) appeared first on მედიაცენ…
პირველწყარო →