მსოფლიოში პირველად, თავის ტვინის სიმსივნე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამოკვეთეს
მსოფლიოში პირველად, პაციენტს თავის ტვინის სიმსივნე რეალურ დროში ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით წარმატებით ამოკვეთეს. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) საავადმყოფოს ქირურგების განცხადებით, უახლესი ტექნოლოგიით ჩატარებული აღნიშნული ოპერაციის გარეშე პაციენტს მხედველობის სრული დაკარგვა ემუქრებოდა. ოპერაციის მსვლელობისას, ხელოვნური ინტელექტის სისტემა რეალურ დროში აანალიზებდა ვიდეოგამოსახულებას და ქირურგებს ეხმარებოდა, თავიდან აეცილებინათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუმცა ვიზუალურად დაფარული სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება. ამ მიდგომის წყალობით, ექიმებმა სიმსივნის მაქსიმალურად დიდი ნაწილის უსაფრთხოდ ამოკვეთა შეძლეს. 48 წლის პაციენტს, რომელიც მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო, მოულოდნელად გონების კარგვისა და კრუნჩხვის ეპიზოდი განუვითარდა. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ჰიპოფიზის ჯირკვალზე 11… The post მსოფლიოში პირველად, თავის ტვინის სიმსივნე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამოკვეთეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →