სიახლე

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

ტვ ოდიში

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის წევრები “ომის დამნაშავეები არიან” და პასუხს რუსეთის კანონმდებლობით აგებენ. “ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ ცალსახაა – ისინი ომის დამნაშავეები არიან, რომლებიც თავიანთ ქმედებებზე აუცილებლად აგებენ პასუხს და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან.” – თქვა ფარცხალაძემ. […] The post ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის წევრები “ომის დამნაშავეები არიან” და პასუხს რუსეთის კანონმდებლობით აგებენ.

“ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ ცალსახაა – ისინი ომის დამნაშავეები არიან, რომლებიც თავიანთ ქმედებებზე აუცილებლად აგებენ პასუხს და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან.” – თქვა ფარცხალაძემ.

ქართული ეროვნული ლეგიონი უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფია. 2024 წლის ივნისში რუსეთის სასამართლომ ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ქვეყანაში აკრძალა.

ფარცხალაძე რუსეთში შექმნილ საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფ “გეორგიევსკის” ხელმძღვანელობს. მან განაცხადა, რომ დანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, ყოფილი პროკურორის განცხადებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ისტორიაში. დანაყოფის შემადგენლობისა და მებრძოლთა რაოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არსებობს.

ფარცხალაძის თქმით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა, “ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მთელ მსოფლიოს”.

The post ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი