სიახლე

,,რუსეთის აგრესია ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ იზრდება” – იოჰან ვადეპული

მედიაცენტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე ევროპისთვის სულ უფრო ხელშესახები ხდება, რაც ლაიფციგის აეროპორტთან დაკავშირებულმა ინციდენტმაც დაადასტურა. მან მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესა და ალიანსის წევრებს გამოხატული სოლიდარობისთვის. ვადეპულმა ხაზი გაუსვა ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერას, მათ შორის გერმანიის მიერ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდების ვალდებულებას. „ლაიფციგთან დაკავშირებით რუსეთისგან მომდინარე საფრთხე განსაკუთრებით ხელშესახები გახდა. ეს არის რუსეთის მზარდი აგრესიის ნაწილი ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ. ჩვენ, ევროპელები, საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებთ. უფრო ძლიერი ევროპა ნატო-საც უფრო ძლიერს ხდის“,… The post ,,რუსეთის აგრესია ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ იზრდება” – იოჰან ვადეპული appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი