„რუსეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა“ – ოთარ ფარცხალაძე
საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ „სიძულვილის გაღვივების მცდელობებს“ არ აჰყვა. მისი მტკიცებით, რუსეთი ისტორიულად ყოველთვის ეხმარებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში და საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ამ პოზიციაზე დგას. „რუსეთი მუდამ იყო საქართველოსთან ყველაზე რთულ დროში, როცა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. რაც არ უნდა შეეცადონ დღეს დასავლელი კურატორები ქართველებში რუსეთის მიმართ სიძულვილის გაღვივებას, საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრია, ყოველთვის ისტორიული სიმართლის მხარეს იქნება და არა ცრუ დასავლური ნარატივების“, – აღნიშნა ოთარ ფარცხალაძემ. The post „რუსეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა“ – ოთარ ფარცხალაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →