სიახლე

2026 წლის 6 თვეში შობადობა შემცირდა

MegaTV

საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ 17 719 შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, წელს პირველ ნახევარში 22 224 ადამიანი გადაიცვალა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22 718. აღსანიშნავია, რომ […]

პირველწყარო →

საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ 17 719 შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, წელს პირველ ნახევარში 22 224 ადამიანი გადაიცვალა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22 718.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 715 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330).

2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა.

საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი წელს თბილისში დაიბადა (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე), ყველაზე ცოტა კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რომელ რეგიონში რამდენი ბავშვი დაიბადა 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში:

  • თბილისი – 6 889
  • აჭარა – 2 061
  • იმერეთი – 1 985
  • ქვემო ქართლი – 1 982
  • კახეთი – 1 165
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 1 043
  • შიდა ქართლი – 992
  • სამცხე-ჯავახეთი – 621
  • გურია – 352
  • მცხეთა-მთიანეთი – 343
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76

(საქსტატი – 2026 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2027 წლის მარტის ბოლოს)


მსგავსი