,,რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს” – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური
,,უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 1.5 მილიონი ადამიანი დაკარგა, აქედან 500 ათასი მოკლულია”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, რიჩ ნაითონმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დანაკარგების უდიდესი ნაწილი 2023 წლის იანვრიდან მოხდა. ნაითონმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დროს ნახევარი მილიონი რუსი დაიღუპა. „ვფიქრობ, ეს ციფრები ნათლად ასახავს ადამიანის სიცოცხლის უაზრო და ამაო ფლანგვას ასეთი მცირე პროგრესისთვის და პრეზიდენტ პუტინის ასეთი უკანონო მიზნისთვის. ომმა გამოიწვია რუსეთში ეკონომიკური ზრდის შენელება, სამომხმარებლო მოთხოვნის შესუსტება და ინფლაციის მყარად მაღალი დონე, და რუსეთის ეკონომიკისთვის და მისი ხალხის კეთილდღეობისთვისა… The post ,,რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს” – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →