სიახლე

„რუსეთის მხრიდან ესკალაცია პოლონეთის საზღვარს სულ უფრო უახლოვდება“ – დონალდ ტუსკი

მედიაცენტრი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის ესკალაცია რეალობა ხდება და ინციდენტები ქვეყნის საზღვრებს სულ უფრო უახლოვდება. ტუსკის თქმით, მომავალი კვირები და თვეები რუსეთის მხრიდან ინტენსიური მოქმედებების პერიოდი იქნება, რის გამოც პოლონეთი გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის. „რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობა ხდება და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, როგორც ჩვენი სამსახურების მეშვეობით, ისე მოკავშირე ქვეყნების შესაბამისი სამსახურებისგან. სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ესკალაცია ჩვენს ტერიტორიასაც შეეხოს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა. The post „რუსეთის მხრიდან ესკალაცია პოლონეთის საზღვარს სულ უფრო უახლოვდება“ – დონალდ ტუსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი