ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თავმჯდომარეობით, შეთანხმება დაამტკიცა იმ საქმეზეც, რომელზეც ბურჭულაძეს პირველი ინსტანციით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. შეთანხმების საფუძველზე, ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა (3 წელი საპატიმროში, 2 წელი პირობითად), დაეკისრა 1 000 000 ლარის ოდენობის ჯარიმა და ჩამოერთვა სხვადასხვა ქონება. შედეგად, ბურჭულაძე პენიტენციურ დაწესებულებას ზუსტად 2 წელში დატოვებს. რაც შეეხებათ ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას, მათ 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების… The post ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →