როგორი ამინდი იქნება სექტემბრის მეორე ნახევარში საქართველოში
სექტემბრის მეორე ნახევარში საქართველოში შედარებით თბილი ამინდის შენარჩუნებაა მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს და შემოდგომის ნიშნებიც უფრო შესამჩნევი გახდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, სექტემბრის მეორე ნახევარი, პირველ პერიოდთან შედარებით, ნაკლები ნალექითა და შედარებით მაღალი ტემპერატურით უნდა გამოირჩეოდეს. თვის საერთო სურათით კი დაბლობებსა და ბარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +19, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც კლიმატურ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია. უახლოესი პროგნოზების მიხედვით, თბილისში სექტემბრის შუა რიცხვებში დღისით ტემპერატურა ჯერ კიდევ +27–31 გრადუსის ფარგლებში იქნება. 17-19 სექტემბერს კი შედარებით გრილი და ნალექიანი პერიოდი იკვეთება, რის შემდეგაც ამინდი კვლავ გაუმჯობესდება. სექტემბრის ბოლო დღეებში… The post როგორი ამინდი იქნება სექტემბრის მეორე ნახევარში საქართველოში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →