სიახლე

კიევზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

მედიაცენტრი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. თავდასხმის სამიზნე დედაქალაქის ოთხი რაიონი გახდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, უპილოტო აპარატი დარნიცკის რაიონში ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა, ხოლო ობოლონსკის რაიონში საწყობის ტერიტორია დაიბომბა. „დარნიცკის რაიონში მტრის დრონი ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა. ობოლონსკის რაიონში კი საწყობი დაბომბეს“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. The post კიევზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი