“კობახიძის “არგუმენტი”, რომ რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკას რეცესია ემუქრება, ნიშნავს რომ ქვეყანა უკვე ინტეგრირებულია ერთიან იმპერიულ სივრცეში” – გია ხუხაშვილი
პარალელი
სააგენტო "პარალელი" “კობახიძის “არგუმენტი”, რომ რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკას რეცესია ემუქრება, ნიშნავს რომ ქვეყანა უკვე ინტეგრირებულია ერთიან იმპერიულ სივრცეში” – გია ხუხაშვილი რუს ტურისტებთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას კონკრეტული შეფასება-მინიშნებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: “კობახიძის “არგუმენტი”, რომ რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკას რეცესია ემუქრება, ნიშნავს რომ ქვეყანა უკვე ინტეგრირებულია ერთიან იმპერიულ სივრცეში და რუსეთის გარეშე აღარ არის სიცოცხლისუნარიანი, ანუ მარტივ ენაზე – უკვე ოკუპირებულია. ეს განცხადება ფაქტობრივად არის ოკუპანტის მიმართ ეკონომიკური კოლაბორაციონიზმის პოლიტიკის გატარების აღიარება. […] “კობახიძის “არგუმენტი”, რომ რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკას რეცესია ემუქრება, ნიშნავს რომ ქვეყანა უკვე ინტეგრირებულია ერთიან იმპერიულ სივრცეში” – გია ხუხაშვილი პარალელი
რუს ტურისტებთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას კონკრეტული შეფასება-მინიშნებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
“კობახიძის “არგუმენტი”, რომ რუსი ტურისტების გარეშე საქართველოს ეკონომიკას რეცესია ემუქრება, ნიშნავს რომ ქვეყანა უკვე ინტეგრირებულია ერთიან იმპერიულ სივრცეში და რუსეთის გარეშე აღარ არის სიცოცხლისუნარიანი, ანუ მარტივ ენაზე – უკვე ოკუპირებულია.
ეს განცხადება ფაქტობრივად არის ოკუპანტის მიმართ ეკონომიკური კოლაბორაციონიზმის პოლიტიკის გატარების აღიარება.
P.S. ცალკე თემაა, ამ “ტურისტებში” რამდენია ნამდვილი ტურისტი, რამდენი მიგრაციული, ეკონომიკური ექსპანსიის მონაწილე რუსეთის სასარგებლოდ და რამდენი მარტივად – ჯაშუში“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.