სიახლე

საუდის არაბეთმა მექასთან „ჰუსიტების“ დრონი ჩამოაგდო

მედიაცენტრი

საუდის არაბეთის თავდაცვის ძალებმა მექას მახლობლად იემენელი „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონის განადგურება მანამ შეძლეს, სანამ იგი წმინდა ქალაქის აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდოდა. კოალიციის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მექას უსაფრთხოება „წითელ ხაზს“ წარმოადგენს. თავის მხრივ, „ჰუსიტების“ წარმომადგენლები გავრცელებულ ცნობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მექაზე თავდასხმის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. The post საუდის არაბეთმა მექასთან „ჰუსიტების“ დრონი ჩამოაგდო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი