აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ დაარღვია ENKA-ს წინაშე აღებული ვალდებულებები და ამის საფუძველზე, ქვეყანას დაეკისრა დაახლოებით $350 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა, რასაც თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი – ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება.
მასალა ახლდება
***
2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი დაასახელა.
2022 წელს კომპანიამ დაიწყო საარბიტრაჟო დავა, რათა მოეთხოვა კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული აქტივების ღირებულებისთვის.
2024 წელს საარბიტრაჟო დავა დასრულდა, საქართველოს მთავრობას კომპენსაციის სახით Enka Renewables-სთვის $383.2 მილიონის გადახდა დაეკისრა.
შემდეგ კომპანია ენკამ პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და საფრანგეთში მისი აღსრულების ნებართვის მისაღებად მიმართა.
საქართველომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გაუქმების მოთხოვნით და ამავდროულად მოითხოვა აღსრულების შეჩერება.
სიახლე
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
News.ge
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ დაარღვია ENKA-ს წინაშე აღებული ვალდებულებები და ამის საფუძველზე, ქვეყანას დაეკისრა დაახლოებით $350 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა, რასაც თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი – ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს […]
პირველწყარო →