სააგენტო "პარალელი"
“თქვენი პოლიტიკური გუნდის რეპრესიას შეეწირა მისი სიცოცხლე…” – ბაჩანა შენგელია კახა კალაძეს მიმართავს
დედის გარდაცვალების გამო კახა კალაძის გულისტკივილს (ვიდეომიმართვის დროს), სოციალურ ქსელში, კონკრეტული ფაქტების შეხსენებით და მინიშნებებით ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია:
“გულით გისამძიმრებთ ბატონო კახა, გეთანხმებით, უნდა მოვეფეროთ დედას, გავუფრთხილდეთ, სანამ ჩვენთან არის, გულით გვიყვარდეს
დედაჩემი სულ რაღაც 58 წლის იყო, იცით რა ცოტაა? ცნობისთვის, 10 წელიწადში გახდებით თქვენ ამ ასაკის. დამერწმუნეთ, მართლა ძალიან ცოტაა…
თქვენი პოლიტიკური გუნდის რეპრესიას შეეწირა მისი სიცოცხლე. აი იმ ქალის გაპრეზიდენტებას შეეწირა, საქართველოს რუსეთთან ომის დაწყებას რომ აბრალებდა. გაპრეზიდენტების მერე ხან უცხო ქვეყნის მოხუცი აგენტი უწოდეთ, ხან შიზოფრენიით დაავადებული და იმპიჩმენტსაც უპირებდით.
გულწრფელად მაინტერესებს, აი ამ გაბზარულ ხმაში დედის სიყვარული და მონატრება რომ ჩანს, რამეზე გაცვლის ადამიანი? შეიძლება თუ არა ეს ღვთიური სიყვარული ბინძურ პოლიტიკურ მიზნებს და რეპრესიას შეეწიროს? გიფიქრიათ ამაზე?” – წერს ბაჩანა შენგელია.
“თქვენი პოლიტიკური გუნდის რეპრესიას შეეწირა მისი სიცოცხლე…” – ბაჩანა შენგელია კახა კალაძეს მიმართავს
პარალელი