სიახლე
რუსეთმა ოდესას ზედიზედ ორჯერ დაარტყა – დაშავებულია ათი ადამიანი
მედიაცენტრი
რუსეთმა ოდესის ცენტრალურ ნაწილზე თავდასხმა განახორციელა. შედეგად ათი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ორი მაშველი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესას ზედიზედ ორჯერ დაარტყეს. მეორე დარტყმა მაშინ განხორციელდა, როცა სამაშველო სამსახურები პირველი იერიშის შედეგებს უმკლავდებოდნენ და დაშავებულებს ეხმარებოდნენ. უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე 11-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა გახდა. დაზიანდა ავტომობილებიც. რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზეც განახორციელა თავდასხმა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება. The post რუსეთმა ოდესას ზედიზედ ორჯერ დაარტყა – დაშავებულია ათი ადამიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.