ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დასრულდა გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც, ოფიციალური სტუმრის რანგში, წელს, პირველად მონაწილეობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. ფორუმზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების: შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN — ასიანი) გენერალური მდივნები და, ასევე, გაეროს გენერალური მდივნის პირველი მოადგილე, 10-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და მაღალი რანგის სამხედრო პირები. ფორუმზე, თითქმის, ყველა აღნიშნავდა, რომ მსოფლიოს გლობალური მშვიდობის ინდექსი ყოველწლიურად უარესდება; 2025 წელს, შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მსოფლიოში 50 ქვეყანა პირდაპირაა ჩართული კონფლიქტებსა… The post ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში დასრულდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →