სიახლე

პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს

მედიაცენტრი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს. მისი თქმით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს მეთაურის რანგში ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 18 სექტემბერს ჩატარდა. ხმების 99%-ის დათვლის შედეგად, პირველ ადგილს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი იკავებს. The post პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი