სიახლე

აშშ და დანია გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმდნენ

მედიაცენტრი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა დანიასთან შეთანხმება გააფორმა, რომელიც შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში უსაფრთხოებაზე „მუდმივ კონტროლს“ ანიჭებს. სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ აშშ „დაუყოვნებლივ დაიწყებს გრენლანდიის შესაბამის ნაწილში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფის პროცესს“. „ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახდენილი ოცნება, უაღრესად მნიშვნელოვანი, ისტორიული და განსაკუთრებული მოვლენა“, – დაწერა ტრამპმა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია და გრენლანდია მომავალ კვირას აშშ-თან შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ, რაც არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავს მიზნად. ტრამპმა მანამდე არაერთხელ მოუწოდა დანიას, კუნძული აშშ-ისთვის მიეყიდა და არაერთხელ… The post აშშ და დანია გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი