სააგენტო "პარალელი"
“ისევ გჯერათ ბიძინას კეთილგონიერების და იმის, რომ პარლამენტში შესვლით ქვეყანაში რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა?” – მერაბ მეტრეველი
კონკრეტულ მაგალითებზე მითითებით, საზოგადოებას (არა)რიტორიკულ შეკითხვას უსვამს, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
“გახარიას პარტია პარლამენტში ხომ შევიდა ანუ ის გააკეთა, რაც ძალიან უნდოდა “ოცნებას”.
რა მიიღო სანაცვლოდ?
ჯერ პარტიის ლიდერს სრულიად მოგონილი ორი საქმე შეუკერეს და 10-15 წლიანი მუხლები მიუყენეს, რის გამოც გახარია ქვეყნიდან გაიქაცა და პოლიტიკურ დევნილად იქცა.
მერე პარლამენტში პარტიის დეპუტატებს თავს დაესხნენ და სასტიკად ცემეს.
ბოლოს კიდევ, მათი პარტია ბოიკოტისტებთან ერთად შეიყვანეს ასაკრძალი პარტიების სიაში.
ჰოდა, იმ ხალხს მინდა ვკითხო, ვინც დღემდე გაიძახის, ოპოზიცია პარლამეტში უნდა შესულიყოო, თქვენ ისევ გჯერათ ბიძინას კეთილგონიერების და იმის, რომ პარლამენტში შესვლით ქვეყანაში რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა?
” – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
“ისევ გჯერათ ბიძინას კეთილგონიერების და იმის, რომ პარლამენტში შესვლით ქვეყანაში რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა?” – მერაბ მეტრეველი
პარალელი