,,ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და ადგილიდან მიიმალა” – შსს-მ 1 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ,,სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე მამაკაცის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. The post ,,ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და ადგილიდან მიიმალა” – შსს-მ 1 ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →