მევენახეები კახეთში ყურძნის ფასს აპროტესტებენ
კახეთში მევენახეები საპროტესტო აქციას მართავენ. ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ფერმერები ღვინის ქარხნებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ჩასაბარებელ ფასს აპროტესტებენ. საპროტესტო ტალღა, რომელიც თავდაპირველად სოფელ შილდიდან დაიწყო, ახალსოფელსა და ველისციხეშიც გავრცელდა, სადაც აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე უკვე მეორე დღეა ასობით ყურძნით დატვირთული ავტომობილია გაჩერებული, გლეხებმა ღამე მანქანებში გაათენეს. ფერმერების განცხადებით, ვენახის მოვლის, შხამქიმიკატების, მუშახელისა და ტრანსპორტირების ხარჯები მიღებულ შემოსავალს ბევრად აღემატება. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი სამთავრობო დადგენილებაა, რომლითაც ფასი ყურძნის ხარისხისა და შაქრიანობის მიხედვით დიფერენცირდა – მოქმედი სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის ფასი კილოგრამზე სულ რაღაც 30 თეთრს შეადგენს. ამასთან,… The post მევენახეები კახეთში ყურძნის ფასს აპროტესტებენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →