სააგენტო "პარალელი"
“ცოტა იუმორით უნდა შევხედოთ ამ უტიფრის და თავხედის მიერ გამოგზავნილ წერილებს…” – თაკო ჩარკვიანი ირაკლი ღარიბაშვილზე
პარლამენტის ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, ირონიული შეფასებებით ეხმაურება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მე-7 წერილს:
“წლის ანეგდოტი: ”ღარიბაშვილმა ციხიდან მოიწერა: ამ ქვეყანაში პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს და ჩემზე ზეწოლააო”

ანუ მე რომ დამიჭირეს (მრავალი მილიონი რომ მოვიპარე), მაშინ შევიტყვე ამის შესახებო, თუ არ გჯერათ ო. ფარცხალაძეს ჰკითხეთ, აი იმ ფარცხალაძეს რუსების მხარეს რომ იბრძვის უკრაინის წინააღმდეგო”

ჰოდა, მეორე ანეგდოტია კიდევ: ”თურმე ოპოზიციონერი გამხდარა, მავიწროვებენო უთქვამს და თან ლიდერობა სურს, ორჯერ “ნაპრემიერალ” კორუფციონერ მილიარდერ ღარიბაშვილსო”.
მართლა ანეგდოტია რა… რა უტიფრობას არ ნახავს და გაიგებს კაცი
. მაგრამ “მთლად” ასე კაცო?!
.
ცოტა იუმორით უნდა შევხედოთ ამ უტიფრის და თავხედის მიერ გამოგზავნილ წერილებს…“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
“ცოტა იუმორით უნდა შევხედოთ ამ უტიფრის და თავხედის მიერ გამოგზავნილ წერილებს…” – თაკო ჩარკვიანი ირაკლი ღარიბაშვილზე
პარალელი