სიახლე

,,დაწესდეს ორმხრივი მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე” – ემანუელ მაკრონი

მედიაცენტრი

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების შეჩერება. მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, „რუსეთს მისივე რიტორიკა დაუპირისპირონ“ და მხარი დაუჭირონ ორმხრივ მორატორიუმს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივას ორმხრივი მორატორიუმის შესახებ, რაც ორივე მხარის მიერ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას გულისხმობს“, – აღნიშნა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ყურადღება შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა და მორატორიუმის დაწესების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მაკრონის შეფასებით, ეს გზას გაუხსნის მარცვლეულის გატანას და განვითარებად ქვეყნებში სურსათის უსაფრთხოების რისკებს შეამცირებს. The post ,,დაწესდეს ორმხრივი მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე” – ემანუელ მაკრონი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი