განახლდა
დღეს: 62 სიახლე
AT.ge

თბილისში თბილისის სცენოგრაფიის VI საერთაშორისო ბიენალე მიმდინარეობს

თბილისში სცენოგრაფიის VI საერთაშორისო ბიენალე მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს 9 ქვეყნის საერთაშორისო გამოფენას, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამას MASTERLAB 2026 და საერთაშორისო სიმპოზიუმს.

იხილე სრულად: at.ge ↗
Metronome

“ვენეციის ბიენალეზე პუტინმა გაიმარჯვა” – იტალიის კულტურის მინისტრი

იტალიის კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ ვენეციის ბიენალეზე პუტინმა გაიმარჯვა. როგორც გაზეთ „კორიერა დე ლა სერასთან“ ინტერვიუში იტალიის კულტურის მინისტრმა განაცხადა, წლევანდელ ვენეციის ბიენალეზე „პუტინმა გაიმარჯვა“. ეს განცხადება ალესანდრო ჯიულიმ ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონის გახსნის…

Radio Tavisupleba

გადადგნენ ვენეციის ბიენალეს ჟიურის წევრები

მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორუმის, ვენეციის ბიენალეს საერთაშორისო ჟიური დატოვეს თავმჯდომარემ და ოთხივე წევრმა. მათ გადაწყვეტილება ბიენალეს გახსნამდე ცხრა დღით ადრე მიიღეს.

Metronome

“ვენეციის ბიენალეს მხდლური არჩევანი, ეღიარებინა რუსეთი, თავიდანვე სამარცხვინო იყო – მოვუწოდებთ, არ დაუშვან რუსეთი, ჯერ კიდევ არის დრო” – ანდრეი სიბიგა ვენეციის ბიენალეს ჟიურის გადადგომაზე

2026 წლის ვენეციის ბიენალეს გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ჟიურის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, აჩვენებს საერთაშორისო ხელოვნების წამყვანი პლატფორმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში…

Metronome

ვენეციის ბიენალეს ჟიური თავმჯდომარემ და წევრებმა გამოფენის გახსნამდე ცხრა დღით ადრე დატოვეს

ვენეციის ბიენალეს ჟიურის წევრები გადადგნენ. როგორც „ბიბისი“ წერს, მსოფლიო ხელოვნების ყველაზე ცნობილი გამოფენის საერთაშორისო ჟიური თავმჯდომარემ და ოთხივე წევრმა მის გახსნამდე ცხრა დღით ადრე დატოვეს. ბიენალეს ოფიციალურ ვებგვერდზე მათი გადადგომის მიზეზი დასახელებული არ არის. ერთი კვირის წინ ჟიურის…

Radio Tavisupleba

ევროპულმა სააგენტომ ვენეციის ბიენალეს დაფინანსება შეწყვიტა

ევროკავშირის აღმასრულებელმა უწყებამ, ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ (EACEA), შეწყვიტა ვენეციის ბიენალეს ფონდისთვის (Fondazione La Biennale di Venezia) ადრე გამოყოფილი ორ მილიონი ევროს ოდენობის გრანტის მოქმედება. ამის მიზეზი გახდა რუსეთის მონაწილეობა ვენეციის 61-ე…

პოლიტიკა - tavisupleba.org

თედო რეხვიაშვილის აფხაზური ნიჟარა ვენეციის ბიენალეზე - ქართველი მხატვრის “ტროის ცხენი” ნაურუს პავილიონში

მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ჯერ იუარა პარიზში მოულოდნელად მიღებული შეთავაზება ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობა ნაურუს სახელით მიეღო, მერე კი საკუთარი პირობები წამოაყენა: ნამუშევარს აფხაზეთის თემაზე შექმნიდა. კურატორები დათანხმდნენ.

Timer

“პუტინმა ბიენალეზე გაიმარჯვა”- იტალიის კულტურის მინისტრი

“პუტინმა ბიენალეზე გაიმარჯვა. მე რომ ვენეციის ბიენალეს ხელმძღვანელი ვიყო, რუსული პავილიონის კურატორს ვკითხავდი: „უკაცრავად, სად არის აქ ადგილი რუსი დისიდენტებისთვის?“ ამის ნაცვლად, ყოველ შემთხვევაში, პრესის სტატიების წაკითხვის შემდეგ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსულ პავილიონში არ არიან ადამიანები…

Timer

კაია კალასი: ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუწყვეტს

ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუწყვეტს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, მიზეზი ფესტივალში რუსეთის მონაწილეობაა. „სანამ რუსეთი ბომბავს მუზეუმებს, ანადგურებს ეკლესიებს და ცდილობს უკრაინული კულტურის წაშლას, მას არ უნდა მიეცეს საკუთარი კულტურის…

News.ge

კალასი: რუსეთის დაბრუნების გამო, ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს დაფინანსებას შეუმცირებს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვენეციის ბიენალეს, რომელმაც წელს მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთი გამოფენაზე დააბრუნოს, დაფინანსებას შეუმცირებს. “როდესაც რუსეთი ბომბავს მუზეუმებს, ანადგურებს ეკლესიებს და ცდილობს წაშალოს…

პოლიტიკა - tavisupleba.org

ვენეციის ბიენალეზე რუსეთის დაბრუნებას უკრაინა არ გააპროტესტებს - დაფინანსების საკითხზე დავაა

2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთი ვენეციის ბიენალეზე ბრუნდება. დავაა ევროკავშირთან დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე. უკრაინელი ხელოვანი ჟანა კადიროვა ამბობს, რომ მისი ჯგუფი რუსეთის მონაწილეობას არ გააპროტესტებს და საკუთარ სათქმელზე იქნება კონცენტრირებული.

Radio Tavisupleba

ევროკომისიამ დაგმო ვენეციის ბიენალეზე რუსეთის დაბრუნება

ევროკომისია უკმაყოფილოა ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონის გახსნით, რის გამოც ბიენალეს ფონდს შესაძლოა, დაფინანსება შეუწყვიტოს.

Alia

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს (TAB) მეხუთე გამოცემა 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. „სიცარიელის გეოგრაფია“ ასე ეწოდება წლევანდელ ბიენალეს, რომელიც სიცარიელეს არამხოლოდ სივრცის არყოფნად, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებად განიხილავს. ბიენალეს ტრადიციული მხარდამჭერია…