ვარკეთილში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად 1 პირი გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა ვარკეთილში- ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც პირი ადგილზე გარდაიცვალა. შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
იხილე სრულად: starvision.ge ↗