სიახლე

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ელ მენ­ჩო ოქ­როს კუ­ბო­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი დაკრძალეს (ფოტოები)

მედიაცენტრი

ცნობილი ნარკოკარტელი, ნე­მე­სიო ოსე­გე­რა სერ­ვან­ტე­სის იგი­ვე “ელ მენ­ჩო“ ოქ­როს კუ­ბო­ში ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი დაკრძალეს. პომ­პე­ზუ­რი დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია მექ­სი­კის ქა­ლაქ გუ­ა­და­ლა­ხა­რა­ში გა­ი­მარ­თა. დაკ­რძალ­ვის სამ­გლო­ვი­ა­რო მსვლე­ლო­ბას თან ორ­კესტრი ახ­ლდა, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ რან­ჩე­რა­სა და ნარ­კო­კო­რი­დოსს მე­ლო­დი­ის ფონ­ზე ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­სა და “გმი­რო­ბებ­ზე“ და­წე­რილ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლებ­და. ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ დაკ­რძალ­ვის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა­გან ბევ­რი სა­ხეს ნიღ­ბე­ბით მა­ლავ­და, ჩა­სას­ვე­ნე­ბელს სა­მარ­ხამ­დე გაჰ­ყვნენ. ნარ­კო­კარ­ტე­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლის “ელ მენ­ჩოს“ სიკ­ვდილს მექ­სი­კა­ში არე­უ­ლო­ბე­ბი მოჰ­ყვა, კარ­ტე­ლის წევ­რებ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლებს ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და ქვეყ­ნის 20 შტატ­ში გზე­ბი გა­და­კე­ტეს. დაკ­რძალ­ვის დღეს მექ­სი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­ამ­კაც­რა და ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩებ­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის და­მა­ტე­ბი­თი და­ნა­ყო­ფე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა. The post ცნობილი მექსი…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი