სიახლე
მსოფლიოში უდიდეს ნავთობკომპანიას უკრაინული დრონების შეძენა სურს
მედიაცენტრი
მსოფლიოში უდიდეს ნავთობკომპანიას უკრაინული დრონების შეძენა სურს. ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, მსოფლიოში უდიდესი ნავთობკომპანია Saudi Aramco როგორც მინიმუმ ორ უკრაინულ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს გამანადგურებელი დრონების შეძენაზე, რომლებიც მათ ნავთობის საბადოებზე ირანული თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარება. აღინიშნება, რომ Aramco უკრაინულ კომპანიებთან SkyFall და Wild Hornets აწარმოებს მოლაპარაკებებს. აღნიშნული კომპანიები გამანადგურებელ დრონებს აწარმოებენ, რომლებიც სხვა დრონებს ეჯახებიან ან მათ გვერდით ფეთქდებიან. The post მსოფლიოში უდიდეს ნავთობკომპანიას უკრაინული დრონების შეძენა სურს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.