სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები გრძელდება — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 15 Mar 2026, 08:14

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ ერ-რიადთან და აღმოსავლეთ რეგიონში 26 ირანული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები, რომელიც დუბაის მარინასა და ალ-სუფუჰის რაიონებში ისმოდა, დრონების წარმატებული მოგერიების შედეგი იყო. დრონების მოგერიების შესახებ განაცხადა ქუვეითმაც. კერძოდ, ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხუთი ირანული დრონი ჩამოაგდო. კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ირანის მიერ გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე დრონი მოიგერიეს. The post სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები გრძელდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური