სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები გრძელდება — Cnoba

Alia სიახლე 15 Mar 2026, 08:26

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ ერ-რიადთან და აღმოსავლეთ რეგიონში 26 ირანული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დრონებისა და რაკეტების მოგერიების შესახებ. მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები, რომელიც დუბაის მარინასა და ალ-სუფუჰის რაიონებში ისმოდა, დრონების წარმატებული მოგერიების შედეგი იყო. დრონების მოგერიების შესახებ […] The post სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები გრძელდება appeared first on .

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ ერ-რიადთან და აღმოსავლეთ რეგიონში 26 ირანული დრონი მოიგერიეს და გაანადგურეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ხელისუფლებებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დრონებისა და რაკეტების მოგერიების შესახებ.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები, რომელიც დუბაის მარინასა და ალ-სუფუჰის რაიონებში ისმოდა, დრონების წარმატებული მოგერიების შედეგი იყო.

დრონების მოგერიების შესახებ განაცხადა ქუვეითმაც. კერძოდ, ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხუთი ირანული დრონი ჩამოაგდო.

კატარის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ირანის მიერ გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე დრონი მოიგერიეს.

The post სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები გრძელდება appeared first on .


რელევანტური